Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლების ვიზიტი სევილიის უნივერსიტეტში

2023 წლის 16-22 მაისს თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის და ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ სევილიაში (ესპანეთის სამეფო) სევილიის უნივერსიტეტში ,,საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრაზე: „TBILISI STATE UNIVERSITY & UNIVERSITY OF SEVILLE“.

 

ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: შეხვედრები სევილიის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან პროფესორ ხავიერ პადილოსთან და მის წევრებთან, ვიზიტი Virgen del Rocio Campus-ის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელთან, შეხვედრა სევილიის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პათოლოგიის დეპარტამენტზე ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელთან პროფესორ ენრიკე დეალავასთან. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა თსუ-ის წარმომადგენლების შეხვედრა სევილიის უნივერსიტეტის ვიცე რექტორთან, რა დროსაც განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ინიცირება და კვლევითი კოლაბორაციის შესაძლებლობები სევილიის უნივერსიტეტსა და თსუ-ს შორის მედიცინის მიმართულებით. სამუშაო შეხვედრები გაიმართა საქართველოში ტრანსპლანტაციის განვითარების და ხელშეწყობის შესახებ სევილიის უნივერსიტეტის მკვლევარებთან და ქირურგებთან: პროფ. ხავიერ პადილო, პროფ. რამონ რისკო, ლუის მიგელ მარინი,  ხოსე მარია ალამო და სხვ. ზემოთ ჩამოთვლილ შეხვედრებზე გამოიკვეთა შემდეგი სახის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები: ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება Horizon-ის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განხორციელება Erasmus-ის პროგრამის ფარგლებში, დოქტორანტების თანახელმძღვანელობა, საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება ტრანსპლანტოლოგიაში, ციფრული პათოლოგიის განვითარება და გამოყენება მეორადი კონსულტაციის მიზნით.